ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე მდინარე მერიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია სრულდება

ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე მდინარე მერიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, მდინარე მერიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. არსებული ხიდის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. ხიდი ერთმაელიანია და მისი მთლიანი სიგრძე 23,10 მ-ს შეადგენს.

პროექტის შესაბამისად, მდინარე მერიაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე რეაბილიტაციის ფარგლებში ტექნიკური პარამეტრები გაუმჯობესდა. განახლებულ ხიდზე გაიზრდება დატვირთვის დონე და მალის ნაშენის სიგრძე, რაც წყლის ნაკადის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველყოფს, ხოლო ბურჯები და სარეგულაციო კედლები მოეწყო ხიმინჯოვან ფუძეზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1,1 მლნ. ლარს შეადგენს.