საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უწყებათაშორისი კავშირების გაძლიერებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას.