ნინო წილოსანი: როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად

ნინო წილოსანი: როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად

როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მედიასთან.

დეპუტატი სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულის, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის დიტო ჩუბინიძის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

„ერთი, რაც თვალნათელია, ეს არის სრულიად უარგუმენტო, დაუსაბუთებელი, სიგიჟეზე დაფუძნებული ბრალდებები, რომელსაც „ასავალ-დასავალის“ მეშვეობით, ისინი ავრცელებდნენ. აქ არ არის რომელიმე პოლიტიკოსის, ან ინდივიდის მიმართ წარდგენილი ბრალი. გაცილებით მავნებლურ პროცესთან გვქონდა საქმე. იცით, რომ დავით გარეჯის საკითხი არის ძალიან სენსიტიური და ნებისმიერი ასეთი განცხადება შესაძლოა იყოს უზომოდ საზიანო თავად პროცესისთვის.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ამ სტატიებმა, გამოქვეყნებულმა დეზინფორმაციამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას. ეს არის ალბათ ერთ-ერთი მტკიცებულება, თუ რატომ უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად“, - აღნიშნა წილოსანმა.

როგორც პროკურატურა განმარტავს, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.