ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ სერბეთის ევროკავშირში მომავლის ასაშენებლად

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:  მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ სერბეთის ევროკავშირში მომავლის ასაშენებლად

ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ სერბეთის ევროკავშირში მომავლის ასაშენებლად, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ერთობლივ განცხადებაში.

ევროპელი ლიდერები გამოეხმაურნენ სერბეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს, სადაც პარტია „სტუდენტური სია“ ლიდერობს.

მათივე თქმით, ევროკავშირი მზადაა, სერბეთთან ითანამშრომლოს და მას მხარი დაუჭიროს.

„დღეს სერბეთის მოსახლეობა რეკორდული რაოდენობით გამოცხადდა ქვეყნის მომავლის ფორმირებისთვის. ვულოცავთ „სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმებს და ერთად ვიმუშაოთ სერბეთის ევროკავშირში მომავლის ასაშენებლად“, – აცხადებენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა.