მარტა კოსი: ვულოცავ „სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას, ეს არის ევროკავშირის გულში არსებული ღირებულებები, სერბეთისთვის ევროკავშირის კარი ღიაა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ

მარტა კოსი: ვულოცავ „სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას, ეს არის ევროკავშირის გულში არსებული ღირებულებები, სერბეთისთვის ევროკავშირის კარი ღიაა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ

ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სერბეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება.

მისი თქმით, სერბების ორწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ამიერიდან სერბეთ-ევროკავშირის ურთიერთობის ახალი თავი იწყება.

„ძვირფასო სერბეთო, თქვენ თქვენი ხმა გაგვაგონეთ! დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თითქმის ორწლიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სერბები ისტორიული რაოდენობით მივიდნენ არჩევნებში. ვულოცავ „სტუდენტურ სიას“ გამარჯვებას! ეს არის ჩვენი ევროკავშირის გულში არსებული ღირებულებები. სერბეთისთვის ახალი თავის დაწყება შეიძლება. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ“, – წერს მარტა კოსი.