რასა იუკნევიჩიენე: მივესალმები სერბეთის მამაც მოქალაქეებსა და სტუდენტებს, მჯერა, ცვლილებები საქართველოშიც მოხდება და რუსეთშიც, ჩვენ უბრალოდ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენესერბეთის საპარლამენტო არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება, სადაც პარტია „სტუდენტური სია“ ლიდერობს.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ მსგავსი ცვლილებები საქართველოსა და რუსეთშიც უნდა მოხდეს.
„მოხარული ვარ სერბეთში მომხდარი ცვლილებებით და მივესალმები მის მამაც მოქალაქეებსა და სტუდენტებს! მჯერა, რომ ცვლილებები საქართველოშიც მოხდება და რუსეთშიც – ჩვენ უბრალოდ უნდა დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში“,- წერს იუკნევიჩიენე.
Ipsos/CeSID-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, პარტია „სტუდენტურმა სიამ“ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 52.9% მიიღო, ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 38.8% აქვს.ამ მონაცემების მიხედვით, სერბეთის 250-ადგილიან პარლამენტში „სტუდენტური სია“ 141 ადგილს დაიკავებს, ვუჩიჩის პარტია კი, 103-ს. ახალ პარლამენტში დარჩენილ ექვსი ადგილი დანარჩენ ოთხ პარტიაზე გადანაწილდება.