თენგიზ შარმანაშვილი – დიდი ხანია, ყალბი დღის წესრიგის გამო, საქართველოსთან ურთიერთობა შეჩერებული აქვთ, ამიტომ არ მიგვიწვიეს გაფართოების შეხვედრაზე, არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ამ შოუში მივიღოთ მონაწილეობა

თენგიზ შარმანაშვილი – დიდი ხანია, ყალბი დღის წესრიგის გამო, საქართველოსთან ურთიერთობა შეჩერებული აქვთ, ამიტომ არ მიგვიწვიეს გაფართოების შეხვედრაზე, არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ამ შოუში მივიღოთ მონაწილეობა

დიდი ხანია, საქართველოსთან ურთიერთობა შეჩერებული აქვთ ყალბი დღის წესრიგის გამო. ამიტომ არ მიგვიწვიეს და არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ამ შოუში მივიღოთ მონაწილეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის გაფართოების შეხვედრაზე, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის.

„ეს ხომ მოსალოდნელი იყო? – პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2028 წლამდე, საქართველოს მხრიდან გაფართოების საკითხებს არ დავაყენებთ, მაგრამ თავად თუ ექნებათ მზადყოფნა, მზად ვართ, ამას მივუერთდეთ. ამაზე ე.წ. ოპოზიციაში ერთი ამბავი ატყდა, რომ პროცესი შეჩერდა, არადა, მანამდე თავად მოგვწერეს, რომ ეს პროცესი გაჩერებული ჰქონდათ. დიდი ხანია, მათ საქართველოსთან ურთიერთობა შეჩერებული აქვთ ყალბი დღის წესრიგის გამო. ამიტომ არ მიგვიწვიეს და არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ამ შოუში მონაწილეობა მივიღოთ. ისინი საკითხებს იმისთვის კი არ იყენებენ, რომ მართლა ევროინტეგრაციაზე იყოს საუბარი, არამედ იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა განხორციელდეს და ქვეყანაში რევოლუცია მოახდინონ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.