რატი იონათამიშვილი: კოლექტიურმა იუკნევიჩიენეებმა ევროპული სტრუქტურები ფაქტობრივად გააუქმეს და აქციეს მაკულატურის ჩაბარების პუნქტად. ამ რეზოლუციებს არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვთ, ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ
ამ რეზოლუციებს არანაირი - არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვს. ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ მიღების დღიდან, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის რეზოლუციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ეს რეზოლუციები თავად ევროპულ სტრუქტურებს ძალიან აზიანებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ კოლექტიურმა იუკნევიჩიენეებმა ევროპული სტრუქტურები ფაქტობრივად გააუქმეს და აქციეს მაკულატურის ჩაბარების პუნქტად. სხვა შეფასება ამაზე ვერ იქნება, ვინაიდან კარგად მოგვეხსენება, რომ ამ რეზოლუციებს არანაირი - არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვს. ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ მიღების დღიდან. მაინც რომ არ ეშვებიან, ერთსა და იმავეს იმეორებენ, ეს ძალიან დამაზიანებელია თვითონ ამ სტრუქტურებისათვის“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.