რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს რეფორმის ფარგლებში ტრენინგები უტარდებათ

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს რეფორმის ფარგლებში ტრენინგები უტარდებათ

რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო.

რეფორმის ფარგლებში, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გადიან.

ტრენინგის - „რთული სიტუაციების მართვა და ეფექტური კომუნიკაცია“ ფარგლებში, მუნიციპალური ტრანსპორტის 300 მძღოლი და 50 კონტროლიორი გადამზადდება.

ტრენინგის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ.

„რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმას ვაგრძელებთ და გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მუნიციპალური სერვისების ეს მიმართულება. ტრენინგი, რომელიც ჩვენი ტრანსპორტის თანამშრომლებს უტარდებათ, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. თანამედროვე და კომფორტულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად, აუცილებლად უმდა დაიხვეწოს მომსახურების სფეროც, რომ მუნიციპალური ტრანსპირტის თანამშრომლებმა, კიდევ უფრო ეფექტური და კომფორტული სერვისი მიაწოდონ რუსთაველებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ტრენინგის თემებია: პრაქტიკული უნარების განვითარება, რთული სიტუაციების მართვა, მუნიციპალურ ტრანსპორტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის უზრუნველყოფა. მონაწილეები ეფექტური კომუნიკაციისა და სტრესული სიტუაციების მართვის მეთოდებსაც გაეცნობიან.

„ჩვენი გუნდის მიზანია, მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთაველებისთვის კიდევ უფრო თანამედროვე და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისი გახდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ავტოტრანსპორტის საწარმოს თანამშრომელთა გადამზადება. რეფორმის ახალი ეტაპის შედეგად მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება და მუნიციპალური სერვისების სატრანსპორტო მიმართულება მეტად კომფორტული გახდება“, - განაცხადა რუსთავის საკრებულის თავმჯდომარემ მამუკა რეხვიასვილმა.

მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლების გადამზადება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. შშმ პირებთან ქცევის ეთიკის კურსი 120 მძღოლმა გაიარა, რთული სიტუაციების მართვის ტრენინგი კი 50 კონტროლიორს ჩაუტარდა.

ტრენინგის მიზანია, მუნიციპალური სერვისების სატრანსპორტო მიმართულება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს რუსთაველებისთვის.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.