მიხეილ სარჯველაძე: თუ ადამიანები უფრო ხშირად დაიწყებენ წნევის კონტროლს, ეს ნიშნავს ნაკლებ ინსულტს, ნაკლებ ძალიან მძიმე გართულებას

მიხეილ სარჯველაძე: თუ ადამიანები უფრო ხშირად დაიწყებენ წნევის კონტროლს, ეს ნიშნავს ნაკლებ ინსულტს, ნაკლებ ძალიან მძიმე გართულებას

"თუ ადამიანები უფრო ხშირად დაიწყებენ წნევის კონტროლს, ეს ნიშნავს ნაკლებ ინსულტს, ნაკლებ ძალიან მძიმე გართულებას", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. 

საქართველოს პარლამენტში ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყო. ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ, კომიტეტის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები.

"თუ ადამიანები უფრო ხშირად დაიწყებენ წნევის კონტროლს, ეს ნიშნავს ნაკლებ ინსულტს, ნაკლებ ძალიან მძიმე გართულებას და ეს ბუნებრივია, რომ აუცილებლად უნდა დავისახოთ ძალიან მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ ამოცანად. ასე, რომ ჩვენი სამინისტროც ყოველთვის იქნება აქტიურად, მაქსიმალურად ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ როგორ შეძლებენ ისინი საკუთარი თავის დაცვას, ძალიან მარტივი, ყოველდღიური ჩვევების სწავლით, რომლის შედეგადაც პრაქტიკულად, ეს მძიმე შემთხვევები იქნება მინიმიზირებული," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.