გიორგი გვარაკიძე – არ აქვს მნიშვნელობა, მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ
არ აქვს მნიშვნელობა, მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გენერალურ პროკურორს დაუსვეს კითხვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რაზეც გიორგი გვარაკიძემ თქვა, რომ საკითხზე კონკრეტულს ვერაფერს იტყვის და ამას თავისი მიზეზები აქვს.
„პროკურატურის სისტემასა და ჩვენს სხვა საზედამხედველო უწყებაში უამრავ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 2025 წელს ჩვენი პრიორიტეტი იყო და 2026 წელსაც იქნება კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამის შედეგებს მაშინ გაიგებთ, როდესაც ნაბიჯებს გადავდგამთ. არ აქვს მნიშვნელობა მაღალჩინოსანია, თუ დაბალჩინოსანი, ყველა ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ადეკვატურ პასუხს ვაგებინებთ“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.