მატიე ბუსკე: კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია

მატიე ბუსკე: კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია

ევროპარლამენტში, გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მიწვეული არ არის საქართველო. ევროდეპუტატთა ნაწილი გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებს. ითქვა ევროკავშირის სანდოობის პრობლემაზეც და კანდიდატი ქვეყნების მიმართ არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე ევროკომისიის გაფართოების საკითხების გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა მატიე ბუსკემ კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია. ის როგორც მოლაპარაკებების დაწყების, ისე დასრულების ეტაპზე გადამწყვეტ როლს ასრულებს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ განხორციელებული რეფორმები მდგრადია და ევროკავშირში გაწევრების შემდეგ უკუსვლა არ ხდება. გაფართოების პროცესის რეფორმირებაც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. წარსულში გაფართოების პროცესი ხშირად ფერხდებოდა ტექნიკური საკითხების ან ისეთი პოლიტიკური პოზიციების გამო, რომლებიც სრულად არ ასახავდა პარტნიორი ქვეყნის რეალურ პროგრესს“, - აღნიშნა ბუსკემ.