ნიკა გვარამია:ალიანსს რაც შეეხება, მუშაობა ვისაც თან უნდა და თან შეუძლია, იმუშავებს, ვისაც არა, გადგება განზე - ყველა თავად ირჩევს თავის გზას
"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული კრიზისი და დაპირისპირება გრძელდება. პატიმარი პრეზიდენტის ფავორიტი კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი პირდაპირ ამბობს, რომ, თუკი პარტიის თავმჯდომარეობას გადაიბარებს, "ნაცმოძრაობა" ოპოზიციურ ალიანსს დატოვებს.
ჟორჟოლიანმა თქვა ისიც, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს მისი თანდასწრებით აგინებდა.
მელიას პარტიაში ბრალდებებსა და ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი არ სურთ.
"მე სხვა პარტიის და მასში მიმდინარე პროცესების შეფასებას ნამდვილად არ ვაპირებ, მიუხედავად დაუსრულებელი თავდასხმებისა ყველაზე და ყველაფერზე. ალიანსს რაც შეეხება, მუშაობა ვისაც თან უნდა და თან შეუძლია, იმუშავებს, ვისაც არა - გადგება განზე. ყველა თავად ირჩევს თავის გზას და არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. ამით არც ქვეყანა დაიქცევა და არც ალიანსი", - წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.