ლევან მაჭავარიანი მეუფე იობის ქადაგებაზე: ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის

ლევან მაჭავარიანი მეუფე იობის ქადაგებაზე: ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის

ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი გამოეხმაურა მეუფე იობის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიაში მრევლისადმი მიმართვის დიდი ნაწილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო.

„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის. ყველას მოეხსენება, რომ ხელისუფლებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დედა ეკლესიის მიმართ და ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც საუბარია მცდარ განცხადებებზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.