ნინო წილოსანი: ის, რომ საქართველოს და ჩინეთს განათლების მიმართულებით აქვს აქტიური კავშირი, ამის დამადასტურებელია თუნდაც პეკინის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
ის, რომ საქართველოს და ჩინეთს განათლების მიმართულებით აქვს აქტიური კავშირი, ამის დამადასტურებელია თუნდაც ამ უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, - განუცხადა ჩინეთში ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამ პროგრამის მონაწილე სტუდენტების მიერ ქართულის ცოდნა.
„[პეკინში] ეს უნივერსიტეტი საკმაოდ ძველი და მაღალი აკადემიური ხარისხის არის. მსოფლიო რეიტინგებშიც ერთ-ერთი წამყვანია. ის, რომ საქართველოს და ჩინეთს განათლების მიმართულებით აქვს აქტიური კავშირი, ამის დამადასტურებელია თუნდაც ამ უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და ქართველოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ამ პროგრამის მონაწილე სტუდენტების მიერ ქართულის ცოდნა. ამ ურთიერთობის და არსებული კომუნიკაციის პარალელურად, არსებობს დიდი რესურსი ქართველ და ჩინელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, განათლების სფეროში თანამშრომლობის“, - აღნიშნა წილოსანმა.
პეკინში ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს უცხო ენათა უნივერსიტეტში. მხარეებმა ყურადღება განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილეს. დღესვე შეხვედრები დაგეგმილია საკანონმდებლო ორგანოში.



