დავით სონღულაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, სადაც აღნიშნავს ჩვენს მიღწევებს კლიმატის დაცვის მიმართულებით
დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლიმატის ცვლილება. აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციაზე კლიმატის დაცვის მიმართულებით საქართველოს მიღწევებსა და პასუხისმგებლობებზე ისაუბრეს.
„ამ ღონისძიების მასშტაბურობა ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდი ინტერესია მსოფლიოსი ამ კონკრეტული საკითხის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტი გამოვა სიტყვით, სადაც აღნიშნავს ჩვენს მიღწევებს კლიმატის დაცვის მიმართულებით, იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს აღებული“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.



