უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ჩაფრინდნენ
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ტრამპის სპეცწარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.
უიტკოფი და კუშნერი რუსეთის დედაქალაქში პუტინს შეხვდებიან და 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართულ რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს განიხილავენ.



