საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სენეგალიდან სამშობლოში დაბრუნდა - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები დახვდნენ

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სენეგალიდან სამშობლოში დაბრუნდა - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები დახვდნენ

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სენეგალიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები დახვდნენ.

IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და 4 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სენეგალის დედაქალაქ დაკარში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 205 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს, შეჯიბრებები კი სპორტის 25 სახეობაში გაიმართა.

საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში ჯამში 13-მა სპორტსმენმა იასპარეზა. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი საქართველოდან მოკრივე ემილ ისმაილოვი გახდა. საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით საქართველოს 44-ე ადგილი ერგო.