პრინცი ჰარი ლვოვში „დაუმარცხებელთა თამაშების“ ტურნირზე ჩავიდა
პრინცი ჰარი ლვოვში ჩავიდა, სადაც „დაუმარცხებელთა თამაშების“ ფარგლებში ტურნირი იმართება. სპორტულ ღონისძიებაში ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაზიანებები მიიღეს.
პრინცი ჰარი ეტლით მოსარგებლე სპორტსმენების რაგბის მატჩს დაესწრო, მოგვიანებით კი სამედიცინო პერსონალისთვის გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინაში მისი მეოთხე ვიზიტია.



