რუმინეთის სანაპიროსთან გემს, რომელზეც აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, დრონი მოხვდა
შავ ზღვაში გემს, რომელზეც აზერბაიჯანის 13 და თურქეთის 1 მოქალაქე იმყოფებოდა, დრონი მოხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ინციდენტი 15 ნოემბრის ღამეს, რუმინეთის სანაპიროსთან, სულინას პორტის სიახლოვეს მოხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მომხდარი დაგმო რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ, რომელმაც თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა.



