ირაკლი კობახიძე: ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი, კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება
ეფექტური პოლიტიკა, ძლიერი სამთავრობო გუნდი და კორუფციის დაძლევა არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების მიზეზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ეფექტური პოლიტიკა და ძლიერი სამთავრობო გუნდი არის ჩვენი სწრაფი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი არის კორუფციის დაძლევა. ამ კუთხით იყო საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საჭიროა ამ ბრძოლის გაგრძელება. მაღალ დონეზე კორუფცია არის აღმოფხვრილი და ჩვენ თამამად ვსაუბრობთ საზოგადოების წინაშე. ერთ ფაქტს თუ მაინც დაასახელებენ, რომელიც დაკავშირებული იქნება კორუფციასთან, ხელისუფლების მაღალ, საშუალო ან ნებისმიერ დონეზე, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, თუმცა, ჩვენი ოპონენტები დღემდე ვერ ახერხებენ ასეთი ფაქტების წარმოდგენას, რაც ჩვენთვის კარგია, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.



