კანადის პრემიერ-მინისტრმა ჩინელ ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა დაუშვა
კანადას ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერება სურს. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიძლება ჩინელ ავტო-მწარმოებლებს მიმართოს, თუ დონალდ ტრამპთან სავაჭრო მოლაპარაკება სასურველი მიმართულებით არ წარიმართება.
„თუ კანადური ავტოქარხნებისა და მუშახელის პოტენციური შესაძლებლობები ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრის ფარგლებში სრულად არ იქნება გამოყენებული, სხვა შესაძლებლობები გაჩნდება“, - განაცხადა მან.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის წინ, კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ ნებისმიერი ჩინური ინვესტიცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს კანადაში მნიშვნელოვან წარმოებას და არა უბრალოდ იმპორტირებული ნაწილების აწყობას.



