არჩილ გორდულაძე: როდესაც სამართალმა მიაკითხა არაკონსტიტუციურ პარტიებს, ისინი იმ მდგომარეობამდეც მივიდნენ, რომ საკუთარ თავებსაც ემიჯნებიან. რა თქმა უნდა, საზოგადოება შეაფასებს რამდენად უსუსურია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა

არჩილ გორდულაძე: როდესაც სამართალმა მიაკითხა არაკონსტიტუციურ პარტიებს, ისინი იმ მდგომარეობამდეც მივიდნენ, რომ საკუთარ თავებსაც ემიჯნებიან. რა თქმა უნდა, საზოგადოება შეაფასებს რამდენად უსუსურია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა

როდესაც სამართალმა მიაკითხა არაკონსტიტუციურ პარტიებს, ისინი იმ მდგომარეობამდეც მივიდნენ, რომ საკუთარ თავებსაც ემიჯნებიან. რა თქმა უნდა, საზოგადოება შეაფასებს რამდენად უსუსურია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო განხილვებისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე იმ კონდიციამდეც კი მივიდნენ, რომ საკუთარ გამონათქვამებს ემიჯნებიან.

„როდესაც სამართალმა მიაკითხა არაკონსტიტუციურ პარტიებს, ისინი იმ მდგომარეობამდეც მივიდნენ, რომ საკუთარ თავებსაც ემიჯნებიან, საკუთარ ნათქვამებზე ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არ მითქვამსო. თითქოს არ არსებობს არქივები და ახლა 2003 წელია და საზოგადოების მოტყუება არის იმდენად მარტივი, რომ ინფორმაცია არ არსებობს. საჯაროდ ცნობილ ფაქტებზე, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისინი ამბობენ, რომ ბუნებაში არ მომხდარაო. იგივე არის მაგალითად ძალადობებზე, იგივე არის დამხობის მცდელობაზე. „ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რომ დავკვირვებოდით არჩევნებს იმიტომ, რომ მაგიდა იყო კედელთან მიდგმულიო“ - აი, ამას სერიოზულად, რომ ამტკიცებს პარტიის წარმომადგენელი პლენუმის წინაშე, რა თქმა უნდა საზოგადოება შეაფასებს რამდენად უსუსურია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.