რატი იონათამიშვილი ხატია დეკანოიძეზე: საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება დრო, როცა ოპოზიციას სასამართლო უცხო ძალებისთვის ოკუპირებული ჰქონდა

რატი იონათამიშვილი ხატია დეკანოიძეზე: საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება დრო, როცა ოპოზიციას სასამართლო უცხო ძალებისთვის ოკუპირებული ჰქონდა

სასამართლოს შეურაცხყოფენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნებასა და სურვილებს არ ემორჩილება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ხატია დეკანოიძის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება დრო, როცა ოპოზიციას სასამართლო უცხო ძალებისთვის ოკუპირებული ჰქონდა.

„ეს ყველაფერი აჩვენებს მათ არათანმიმდევრულობასაც, ვინაიდან ხან ითხოვენ ვეტინგს უცხოელების ჩართულობით, ხან თითქოს ქართველი იურისტებიც გააკეთებენო ამას. ქართველ იურისტებში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავებს გულისმობენ, მაგრამ ესენი როგორც იურისტებიც და როგორც პოლიტიკოსებიც წარსულის ანაბარა არიან დარჩენილები", - განაცხადა იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თავხედები და ქედმაღლები უწოდა.