ადიგენის მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში ზანავის, პატარა ზანავისა და ჭულეს მონასტრის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე არსებულ ფერდობზე განვითარებული მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე მცოცავი ფერდობის გასამაგრებლად ეწყობა 87 გრძივი მეტრი გაბიონის კედელი და 97 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხი. სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონამდე ლარია.