ნინო წილოსანი: ევროკავშირის ბიუროკრატების პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, ევროკომისია კვლევებს ატარებს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ, სასამართლო სისტემებზე თუ განათლების რეფორმების თაობაზე - ამ კვლევებში საქართველო ყოველთვის კარგ შედეგებს დებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს.

„ევროკავშირის ბიუროკრატების პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, ევროკომისია კვლევებს ატარებს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ, სასამართლო სისტემებზე თუ განათლების რეფორმების თაობაზე. ამ კვლევებში საქართველო ყოველთვის კარგ შედეგებს დებს.

ის დივერსიფიკაცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, რომელიც ამ კვლევაშია მოყვანილი, რა თქმა უნდა სიამაყის საშუალებას გვაძლევს და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, როგორ აცდენილია ევროკავშირის კვლევები თავად ევრობიუროკარტების განცხადებებთან“, - აღნიშნა წილოსანმა.

ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3 მეათედ პროცენტამდე გაზარდა.