დავით მათიკაშვილი: „ლელოში“ ფიქრობენ, რომ ჩვენს საზოგადოებას რაღაც მასობრივი ამნეზია აქვს. გამოსავალს მხოლოდ ტყუილში ნახულობენ, თუმცა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. არქივი ახსოვს ყველას

დავით მათიკაშვილი: „ლელოში“ ფიქრობენ, რომ ჩვენს საზოგადოებას რაღაც მასობრივი ამნეზია აქვს. გამოსავალს მხოლოდ ტყუილში ნახულობენ, თუმცა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. არქივი ახსოვს ყველას

დავით მათიკაშვილი „ლელოში“ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც პარტია მთავრობისგან უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას არ ითხოვდა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს.

„ლელოში“ ფიქრობენ, რომ ჩვენს საზოგადოებას რაღაც მასობრივი ამნეზია აქვს და არ ახსოვს ის თვალსაჩინო ფაქტები, ის ჩანაწერები გაქრა და გაუქმდა, რაც „ლელოს“​ წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა. ამ ლაბირინთებიდან, რომლებიც თვითონვე შექმნეს საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებით, გამოსავალს მხოლოდ ტყუილში ნახულობენ. თუმცა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. ეს არქივი ახსოვს ყველას“, - აცხადებს მათიკაშვილი.