თბილისში მკვლელობა მოხდა
თბილისში, ვაკის რაიონში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი პირი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გახსნილია და სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.



