დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ხვალ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ხვალ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ხვალ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ტრამპისა და პუტინის ბოლო ორმხრივი შეხვედრა 2025 წლის აგვისტოში ალასკაში გაიმართა.

ცნობისთვის, დღეს ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საერთო ფოტოს გადაღებამდე ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს თავად მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა.