The Guardian: ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით საზღვარგარეთ? ეს კაია კალასი არ არის

The Guardian: ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით საზღვარგარეთ? ეს კაია კალასი არ არის

The Guardian-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით საზღვარგარეთ?“

გამოცემა წერს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს ფიგურა ევროპის მთავარი დიპლომატი კაია კალასი ნამდვილად არ არის.

The Guardian-ის ინფორმაციით, ამერიკელ მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრაზე ევროპას შვიდკაციანი გუნდი წარმოადგენს.

ევროპის ხუთეულთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან იქნებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამჟამად იორდანიაში იმყოფება, ევროკავშირი-იორდანიის საინვესტიციო კონფერენციაზე.

12 ნოემბერს, დუბლინში მიმდინარე სამიტის დროს, კაია კალასმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებებში ევროპას თავად უნდა წარმოადგენდეს.