მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და დიალოგის მნიშვნელობას მოცემულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.