ამბროლაურში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, ვლადიმერ გამყრელიძეს დახვედრა მოუწყვეს

ამბროლაურში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, ვლადიმერ გამყრელიძეს დახვედრა მოუწყვეს

ამბროლაურში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, ვლადიმერ გამყრელიძეს დახვედრა მოუწყვეს. ჭიდაობის კლუბ „ფალავანში“ გამართულ შეხვედრაზე სპორტსმენს მშობლიური ქალაქის წარმომადგენლები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ვლადიმერ გამყრელიძეს მიღწეული წარმატება მიულოცეს, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცეს. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვლადიმერ გამყრელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.