ტრამპი პუტინზე: ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია

ტრამპი პუტინზე: ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თავისი მეგობარი უწოდა.

აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე, მოლაპარაკებების ოთახში შესვლისთანავე გააკეთა.

„ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია“, - უთხრა ტრამპმა დელეგაციის ერთ-ერთ წევრს და თითი პუტინის მიმართულებით გაიშვირა.

ცნობისთვის, ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი ორმხრივ შეხვედრას მართავენ. მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში იმართება.