შალვა პაპუაშვილი: გაფართოების საკითხი დადგა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, ახლა კი, როდესაც ომი იმედია რომ ბოლოსკენ მიდის, როგორც ჩანს ამ იდეის მომხიბვლელობა ისე აღარ არის და ხდება ამ ყველაფრის უკან ახვევა და ნელ-ნელა ამ გაფართოებიდან გასვლა

შალვა პაპუაშვილი: გაფართოების საკითხი დადგა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, ახლა კი, როდესაც ომი იმედია რომ ბოლოსკენ მიდის, როგორც ჩანს ამ იდეის მომხიბვლელობა ისე აღარ არის და ხდება ამ ყველაფრის უკან ახვევა და ნელ-ნელა ამ გაფართოებიდან გასვლა

„ევროკავშირი გაფართოების დაპირებისგან ნელ-ნელა იხევს“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „ღამის კურიერში“.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნებისთვის მხოლოდ პოლიტიკურ „საკვებად“ იყო შემოთავაზებული.

პარლამენტის სპიკერმა გააკრიტიკა ბრიუსელის პოლიტიკა უკრაინაში ომის დაწყების კონტექსტში და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ევროპის ყურადღება დახმარებაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული, გაფართოების საკითხი ხელოვნურად იქცა მთავარ თემად.

პაპუაშვილის თქმით, ახლა, როდესაც ომი დასკვნით ფაზაში გადადის, ევროკავშირისთვის ეს ლოზუნგი აღარ არის მომხიბვლელი და ხდება ამ იდეის უკან წაღება, რაც, მისივე თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ გაფართოება კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობისთვის შესათავაზებლად უკვე აღარ გამოდგება.

"4 წელი გვკვებეს, რომ იქნება გაფართოება. თავად ეს გაფართოების საკითხი დადგა უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს, როდესაც სულ სხვა თემებით უნდა ყოფილიყო წესით ბრიუსელი დაკავებული, მაგალითად უკრაინისთვის დახმარებით.

თუმცა, რატომღაც, ომის დასაწყისში, სადაც ქალები, ბავშვები, ჯარისკაცები იხოცებოდნენ, მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება აღმოჩნდა, რომელიც საკვებად თუ განსახილველად შესთავაზეს კანდიდატ ქვეყნებს. ახლა კი, როდესაც ომი იმედია რომ ბოლოსკენ მიდის, როგორც ჩანს ამ იდეის მომხიბვლელობა ისე აღარ არის, ან აღარ გამოდგება როგორც ლოზუნგი შესათავაზებლად კანდიდატი ქვეყნების მოსახლეობისთვის და ხდება ამ ყველაფრის უკან ახვევა და ნელ-ნელა ამ გაფართოებიდან გასვლა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.