დეპუტატი გიორგი ხახუბია: მსურს გამოვეხმაურო ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც კონკრეტული პირის მიერ ორჯერ გაჟღერდა ჩემი ძმის სახელი და გვარი. მკაცრად მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ჩემი ძმის ხსოვნას, პატივი სცენ ჩემი ოჯახის ტრაგედიას და ჩემი ძმის ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის

დეპუტატი გიორგი ხახუბია მოუწოდებს ოპოზიციას, საკონსტიტუციო განხილვებისას ნუ გამოიყენებენ მისი ოჯახის პირად ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის.

„მსურს გამოვეხმაურო ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც კონკრეტული პირის მიერ ორჯერ გაჟღერდა ჩემი ძმის სახელი და გვარი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის.

მკაცრად მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ჩემი ძმის ხსოვნას, პატივი სცენ ჩემი ოჯახის ტრაგედიას და ჩემი ძმის ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის!“, - წერს ხახუბია სოციალურ ქსელში.