არჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალავები არიან
რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ , - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
არჩილ გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„რაც დღეს ვნახეთ არაკონსტიტუციური პარტიების განცხადებებიდან თავისუფალი მედიის სანქცირებასთან დაკავშირებით, ეს არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება. აი ხომ ამბობენ ხოლმე - ჩვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ პატივს ვცემთ იმ აზრსაც, ვიბრძოლებთ იმ აზრისთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს. აღარ ვაკადრებ საზოგადოებას, რაც ნიკა გვარამიამ იკადრა და რა განცხადებაც გააკეთა, რა დაემართოს თავისუფალ მედიასო. ეს არის ზუსტად მათი დამოკიდებულება ქვეყნის, ადამიანის უფლებების მიმართ - რაც არ მოსწონთ, მათთვის რაც მიუღებელია, თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრული სიმართლე და ჭეშმარიტება.
კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არც დასაბუთებას, ისინი ყოველთვის გარეთ იყურებიან და გარედან რასაც გადაწყვეტენ, იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ ხმა ამოიღონ და რაღაც თქვან ამის საწინააღმდეგო - პირიქით, მოხარული არიან თავისუფალ სიტყვასა და დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმისთვის. მეტად რანაირად უნდა დაამტკიცონ ამ ადამიანებმა, ამ პარტიებმა, რომ ასაკრძალავები არიან, ალბათ წარმოუდგენელია“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.



