ლევან მაჭავარიანი რეზოლუციებზე: ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს

ლევან მაჭავარიანი რეზოლუციებზე: ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს


ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შეფასებისას.

მაჭავარიანის თქმითვე, მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

„ამ ქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სწორედ ეს, ისინი ვერ შეეგუვნენ იმას, რომ უარი განვაცხადეთ პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე. მათ სურთ მართული ხელისუფლება, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. „კოლექტიური ნაცები“, მაგიტომ შევარქვით ეს ტერმინი. „ლელოს“ დაირქმევ, გახარიას პარტიას დაირქმევ, „ახალი“ იქნები მთლიანად ძველი „ნაცებით“ დაკომპლექტებული თუ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, აბსოლუტურად ყველა ეს პარტია იმართება ზუსტად ერთი ვერტიკალით. აბსოლუტურად ყველა ეს პარტია აქ დავალებების მისაღებად, რომელიც მოდის ბრიუსელიდან, დადიან სხვადასხვა ელჩთან, რომ მიიღონ დავალებები და დაიწყონ მათი აღსრულება. ამას ჩვენი საზოგადოება ხომ აკვირდება“, - აღნიშნა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ოთხმა კი თავი შეიკავა.