ფონიჭალაში, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვეს

ფონიჭალაში, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეები პირადი ნივთების გამოსატანად შეუშვეს

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოქალაქეებმა პირადი ნივთები გამოიტანეს. როგორც შემთხვევის ადგილიდან „ქრონიკის“ კორესპოდენტი იუწყება, მათ უსაფრთხოებაზე შსს-ს ზრუნავს.

კორპუსის მეორე მხარეს, სადაც უშუალოდ აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თბილისის მერიამ 28 ოჯახი სასტუმროებში გუშინ გადაიყვანა.