ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს რაში სჭირდებათ „ქართული ოცნება“, როცა იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მათ აქ აგენტურა სჭირდებათ

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს რაში სჭირდებათ „ქართული ოცნება“, როცა იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მათ აქ აგენტურა სჭირდებათ

მათ აქ სჭირდებათ აგენტები, რადგან დღეს თუ დღის წესრიგში არის ომის თემა, ხვალ დღის წესრიგში შუა კორიდორის თემა იქნება და სჭირდებათ მართული ხელისუფლება, რომ სიტუაცია მართონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატის თქმით, ბრიუსელს არ სჭირდება ქართული ოცნება, რადგან იციან, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მხოლოდ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

„ყველა კარგად ატყობს, რომ საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის და აზიის დაკავშირებადობის კუთხით. ბრიუსელი ვერ უარყოფს, რომ ყველაზე უსაფრთხო და მნიშვნელოვანი შუა კორიდორია - საკვანძო ადგილს ვიკავებთ. რაში სჭირდებათ მათ ქართული ოცნება, როდესაც იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ამიტომ მათ აგენტურა სჭირდებათ, ვისაც დავალებას მისცემენ და ამ დავალებას უსიტყვოდ შეუსურლებენ

თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი შუა კორიდორზე საუბრობდა, სადაც საქართველო არ ახსენა და ბატონმა ალიევმა მას სერიოზულად უსაყვედურა, რომ ქალბატონმა დროა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუკას დახედოსო. გეოგრაფიას ვერ შეცვლი და მათ მოუწევთ ბუტიაობის რეჟიმიდან გამოსვლა და იმ რეალობასთან შეგუება, შეგუება, რომ მიუხედავად უზარმაზარი ძალისხმევისა, ხუთი რევოლუციის დაფინანსებისა, ჩვენი ხელისუფლება რევოლუციის გზით ვერ შეცვალეს, ვინაიდან ქართველი ხალხი ყველაფერს ხვდება და ჩვენ გვერდით დგას. შესაბამისად მათ სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს. მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ და დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ნიშნულიდან, ოღონდ ეს სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უნდა იყოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.