ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში
ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორში ახალგაზრდა ენერგიული ძალების მუდმივი შესვლა განხორციელდეს.
„ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორში ახალგაზრდა ენერგიული ძალების მუდმივი შემოსვლა განხორციელდეს და ამ ახალგაზრდებმა თავიანთი ძალა და ენერგია ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ“, - აღნიშნა ილია ჯალაღონიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.