დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა

დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.

TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ტრამპმა რუკაზე კალმით წარწერა „ონტარიოს ტბა“ გადახაზა და ამერიკის ტბა დააწერა.

„ეს არის ონტარიოს ტბა, რომელიც მდებარეობს კანადასა და შეერთებულ შტატებში. ჩვენ პატარა შესწორებას შევიტანთ და მას განსხვავებულ სახელს მივანიჭებთ. მას ამერიკის ტბას დავარქმევთ“, - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა თავის გამომწერებს შეახსენა, რომ 2025 წლის 2 იანვარს, ინაუგურაციის პირველ დღეს მექსიკის ყურეს სახელი გადაარქვა და მას ამერიკის ყურე უწოდა.