შალვა პაპუაშვილი პრემიერის ინტერპელაციაზე- პარასკევს მოხდება შეჯამება მთავრობის საქმიანობის, სადაც კომპაქტურად, პარლამენტი და საზოგადოება მოისმენს, თუ სად ვიმყოფებით დღეს

შალვა პაპუაშვილი პრემიერის ინტერპელაციაზე- პარასკევს მოხდება შეჯამება მთავრობის საქმიანობის, სადაც კომპაქტურად, პარლამენტი და საზოგადოება მოისმენს, თუ სად ვიმყოფებით დღეს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარასკევს, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს, სადაც საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიიღებს.

ასევე, პაპუაშვილმა ანგარიშის მთავარი აქცენტებს გაუსვა ხაზი.

"მოხდება შეჯამება მთავრობის საქმიანობის, სადაც კომპაქტურად, პარლამენტი და საზოგადოება მოისმენს, თუ სად ვიმყოფებით დღეს ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურის განვითარებით, განათლების რეფორმის მიმდინარეობის მხრივ, საგარეო პოლიტიკური მიმართულებებით, უსაფრთხოების საკითხებით. ყველა ამ საკითხზე საუბრის იქნება შესაძლებლობა. მათ შორის, პარლამენტის წევრებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, რომ ამ პროცესში ჩაერთოს.

დარწმუნებული ვარ, რომ რადიკალური ოპოზიციური ფრთას, ვგულისხმობ ფრაქციას "საქართველოსთვის" კვლავ ექნებათ სურვილი გარკვეული პერფორმანსებისა და ერთ რამეს დააკვირდეს საზოგადოება, პარლამენტის ახალი რეგლამენტით, ინტერპელაცია არის მორგებული პარლამენტის საჭიროებებს და უკვე ორი სესიაა შესაძლებელია ყოველ თვეს პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იქნეს მოწვეული პარლამენტში. საგაზაფხულო სესიაზე ერთხელ მოხდა ეს ინტერპელაცია და ისიც, "ქართული ოცნების" უმრავლესობის ინიციატივით და ფრაქცია "საქართველოსთვის" არც კი მოუთხოვია პრემიერ-მინისტრთან ინტერპელაცია. ესეც აჩვენებს, რომ მათ რეალურად, არც შეკითხვები აქვთ მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით და არც სათქმელი არ აქვთ დისკუსიის ფარგლებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებამ მოისმინოს პრემიერის ანგარიში," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 26 ივნისს, პარასკევს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება.