ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი პროცესი და დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას აფასებს.
„ცალსახად ეს არის მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მეგობრების ყალბი პათეტიკით გაჟღენთილი პროცესი და დოკუმენტი. ეს იყო ჩვეულებრივი ხმაური, რომელიც საგაზაფხულო შესვენების წინ ატეხეს და სექტემბერში ალბათ, ისევ რაღაც ახალ რეზოლუციას დააინიციირებენ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო.