დონალდ ტრამპმა ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი“ დაურთო, ტრამპმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო სი ძინპინთან წარწერით „მეგობრები“

დონალდ ტრამპმა ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი“ დაურთო, ტრამპმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო სი ძინპინთან წარწერით „მეგობრები“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც წარწერა „ჩემი მეგობარი“ დაურთო.

ტრამპმა კიდევ ერთი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ერთად არის. ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც სი ძინპინი დონალდ ტრამპს შენჭენის აეროპორტში პირადად დახვდა. ამ ფოტოს მან წარწერა „მეგობრები“ დაურთო.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდა.