იტალიური მედია: ჯორჯია მელონიმ, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად გამოუცხადა პროტესტი უკრაინული ვებგვერდის, „მიროტვორეცის“ სიაში ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის შეყვანის გამო
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად გამოუცხადა პროტესტი უკრაინული ვებგვერდის, „მიროტვორეცის“ სიაში ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის შეყვანის გამო, - ამის შესახებ გამოცემა Il Fatto Quotidiano წერს. გამოცემის ცნობით, მელონიმ მომხდარს მიუღებელი უწოდა.
ვებგვერდი „მიროტვორეცი“ ცნობილია სკანდალური პუბლიკაციებით, რომლებშიც ჟურნალისტების, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შეიარაღებული ფორმირებების წევრებისა და სხვა მოქალაქეების პირად მონაცემებს აქვეყნებს და მათ „სამშობლოს მოღალატეებად“ მოიხსენიებს. სიაში საკუთარი თავი იტალიის ვიცე-პრემიერმაც აღმოაჩინა, რომელსაც უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში სდებენ ბრალს.



