გურამ მაჭარაშვილი: ყულევის ქარხანასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიამ თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო ჰყავთ მიზანში ამოღებული

გურამ მაჭარაშვილი: ყულევის ქარხანასთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიამ თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო ჰყავთ მიზანში ამოღებული

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ნიშნავს იმას, რომ ევრობიუროკრატიას საქართველო მიზანში ჰყავს ამოღებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკაშირის პოზიცია, რომ ქარხანა სანქციების სავარაუდო სიიდანაც კი ამოიღოს, ნიშნავს, რომ თავის დროზეც იყო არასწორი გადაწყვეტილება.

„ქარხანას როდესაც გაფრთხილება გაუგზავნეს, რაღაც პროცესებს თუ არ გამოასწორებდა, სასანქციო სიაში შეიყვანდნენ, ნიშნავს, რომ საქართველო, მისი უწყებები, მათ შორის ბიზნესი, რომელიც სწორად პოზიციონირებს, ამოღებული ჰყავს მიზანში და არის ორმაგი სტანდარტები. ევროკავშირი არაფერზე დათანხმდება, რაც შეუძლია, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს. ეს ნიშნავს, რომ ეს ქარხანა თავიდანვე არაფერ შუაში იყო, როდესაც გაფრთხილება გაუგზავნეს სავარაუდო სასანქციო სიაში შეყვანაზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.