Reuters: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას ალ-ჰაიმას საამიროში, სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა ალ-ვატანის გზაზე მოხდა. სამაშველო ოპერაციაში სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურების ჯგუფები მონაწილეობდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა საგანგებო სამსახურებმა ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით ლენტებით შემოსაზღვრეს და სატრანსპორტო ნაკადის მართვა უზრუნველყვეს.

შსს-ს ცნობით, ავარიის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი ორგანოები იძიებენ. გამოძიების დასრულების შემდეგ მისი შედეგები გასაჯაროვდება.