ლევან მაჭავარიანი: ფაშისტური მიდგომაა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება - კოლექტიურ ნაცებს ეს ადამიანები ციხეში სჭირდებათ, რომ მეტი საინფორმაციო ხმაური იყოს

ეს არის ფაშისტური მიდგომა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ბულინგის კამპანიას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

„კოლექტიურ ნაცებს და მათ პატრონებს ეს ადამიანები ციხეში სჭირდებათ, რომ მეტი საინფორმაციო ხმაური იყოს, მეტი ჰედლაინი იყოს, მეტ რეზოლუციაში მოიხსენიონ ისინი თითქოს პოლიტპატიმრები არიან. ეს არის ფაშისტური მიდგომა, როდესაც უშლიან ადამიანებს მოინანიონ დანაშაული და დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება. ეს არის ნაციონალური მოძრაობის, მათი ფსევდოლიბერალი ულტრამემარცხენე აქტივისტების სახე, როდესაც ისინი აბულინგებენ თავიანთ ე.წ. თანამებრძოლებს, რომ არ დატოვონ სასჯელაღსრულების დაწესებულება. მამები შვილებს უშლიან, მეგობრები - მეგობრებს, აბულინგებენ საშინელი სიტყვებით მოიხსენიებენ და ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფებენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.