მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებს, ისე რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
როგორც აღინიშნა, ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ კონტექსტში აღინიშნა საპარლამენტო დელეგაციების მიერ განხორციელებული ორმხრივი ვიზიტების დადებითი დინამიკა.



