ლევან მაჭავარიანი: არ მგონია, ევროპარლამენტში დებატებისას რაიმე შეიცვალოს და აღარ იყოს მათი მხრიდან არასერიოზული და უსამართლო დამოკიდებულება

ლევან მაჭავარიანი: არ მგონია, ევროპარლამენტში დებატებისას რაიმე შეიცვალოს და აღარ იყოს მათი მხრიდან არასერიოზული და უსამართლო დამოკიდებულება

არ მგონია, ევროპარლამენტში დებატებისას რაიმე შეიცვალოს და აღარ იყოს მათი მხრიდან არასერიოზული და უსამართლო დამოკიდებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

„ისეთ რეზოლუციებს იღებენ, სადაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად წერენ, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებსაც პოლიტპატიმრებს უწოდებენ. ეს მაშინ, როდესაც ნახევარზე მეტმა დანაშაული მოინანია და ბრალი აღიარა. ისინი კი მათ პოლიტპატიმრებად მაინც უნამუსოდ მოიხსენიებენ. ხშირად მათ დებატებს ესწრებიან ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ბექა ყორშია, ლაშა ბუღაძე და თითქოს ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს. ასეთ მიდგომას თუ გააგრძელებენ, მათი უფლებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავადვე ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გაიმართება. ისევ ინიცირებულია რეზოლუციის პროექტები ე.წ პოლიტიკურ პატიმრებზე, ისევ ითხოვენ ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს.